4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

The New York Times: აშშ-მა უკრაინას Patriot-ის რაკეტების, F-16 ტიპის თვითმფრინავებისა და მაღალი სიზუსტის მქონე საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეუჩერა

გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას Patriot-ის რაკეტების, F-16 ტიპის თვითმფრინავებისა და მაღალი სიზუსტის მქონე საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეუჩერა.

„ჯერ-ჯერობით უცნობია, შეიარაღების რა მოცულობის მიწოდებაა შეჩერებული და რამდენად სწრაფად იმოქმედებს ეს გარემოება ბრძოლის ველზე“, – აღნიშნულია სტატიაში.

აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ საბრძოლო მასალების მიწოდება უკრაინისთვის რამდენიმე თვის მანძილზე იქნება შეჩერებული.

როგორც The New York Times-ი წერს, დღესდღეობით აშშ უკრაინას მხარდაჭერას ორი არხის მეშვეობით უწევს: არსებული მარაგების პირდაპირი მიწოდება (2025 წლისთვის ბაიდენის მიერ დამტკიცებული) და ამერიკულ სამხედრო კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტები.

ამერიკული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პენტაგონი იარაღის მიწოდების პაუზისთვის ჯერ კიდევ გასულ კვირას ემზადებოდა, როცა ტრამპმა ჰააგაში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაყიდვის საკითხს „განიხილავს“.

ამასთან ერთად, ტრამპმა დასძინა, რომ ასეთი შეიარაღება თავად აშშ-ს და ისრაელს სჭირდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები