ალექსანდრე რაქვიაშვილი-საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ეხმიანება დღეს გამართულ საპროტესტო მარშს სახელწოდებით “საქართველო დადექი” და აღნიშნავს, “საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას?”

მისივე თქმით, რამდენი უშინაარსო გამოსვლა, “ბრძოლის ფაზა” და “მარშია” საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს?

“გეგმა მალე იქნება”
“გეგმა არაა”
“გეგმა ვართ ჩვენ”
“გეგმა არის ერთობა”

ისე, საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? რამდენი უშინაარსო გამოსვლა, “ბრძოლის ფაზა” და “მარშია” საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს? ან საერთოდ არის ამის შანსი?”- წერს რაქვიაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...