„ხალხის ძალის“ კანონპროექტებს „გირჩი“ მხარს არ დაუჭერს

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს „გირჩი“ მხარს არ დაუჭერს.

„ცვლილებებს ვერ ექნება ჩვენი მხარდაჭერა. საქართველოსთვის ეს კანონი სრულიად განსხვავებული შინაარსის არის, ვიდრე ამერიკისთვის შეიძლება ყოფილიყო 1938 წელს. იქ გასაგები მაინც არის [ამერიკაში], ჩვენთვის გასაგებია, რომ პუტინს გვინდა მივბაძოთ“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო...