ეკა სეფაშვილი: გონჩარენკო საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ცდილობს საქართველოს ზიანი მიაყენოს იმის გამო, რომ ქვეყანა არ ერთვება ომში

„გონჩარენკო არის პოლიტიკოსი, რომელიც PACE-ს წევრებს შორისაც არ სარგებლობს ავტორიტეტით,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა PACE-ში უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს მიერ გაკეთებული ანტიქართული განცხადებების საპასუხოდ.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს გონჩარენკოს გარდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც აკეთებდნენ – მოუწოდებდნენ ქვეყნის ხელისუფლებას, ჩართულიყვნენ ომში.

„გონჩარენკო არის პოლიტიკოსი, რომელიც PACE-ს წევრებს შორისაც არ სარგებლობს ავტორიტეტით. მე არ ვფიქრობ, რომ მის ნათქვამს რაიმე სერიოზული კომენტარი სჭირდება. ის, რა თქმა უნდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ცდილობს საქართველოს ზიანი მიაყენოს იმის გამო, რომ ქვეყანა არ ერთვება ომში.

გონჩარენკოს გარდა უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში ჩართვისკენ, რათა შეშველებოდნენ ბავშვებისა და ქალების ხოცვაში. ამ ქვეყნის წარმომადგენელია გონჩარენკო,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...