ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის ინიციატივაზე: წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ, მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები

„მე პირადად მხარს ვუჭერ მთავრობის მიერ ინიცირებულ გამკაცრებას ნარკოპოლიტიკის, რადგანაც ის ყველა ამ მიმართულებით ადრინდელ მცდელობასთან შედარებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და რაც მთავარია კეტავს იმ ხვრელებს, რომლებითაც ლეგალურად ხდებოდა ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატების და და მეტადონის იმპორტი კერძო კომპანიების მიერ“ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები.

“არა აქვს მნიშვნელობა რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, რომელი დარგის ექსპერტი. ამ უკიდურესად მტკივნეულ საკითხზე ყველამ უნდა დააფიქსიროს საჯაროდ პოზიცია.

მე პირადად მხარს ვუჭერ მთავრობის მიერ ინიცირებულ გამკაცრებას ნარკოპოლიტიკის, რადგანაც ის ყველა ამ მიმართულებით ადრინდელ მცდელობასთან შედარებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და რაც მთავარია კეტავს იმ ხვრელებს, რომლებითაც ლეგალურად ხდებოდა ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატების და მეტადონის იმპორტი კერძო კომპანიების მიერ.

წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები!” – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...