თენგიზ შარმანაშვილი გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკაზე: ინტერნეტ-სივრცეში გამოთქმული აზრის გამო, 170-ზე მეტ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, წარმოგიდგენიათ, ამის მეასედი რომ გავაკეთოთ საქართველოში, რა ამბავს ატეხენ?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, გერმანიის პოლიციის მიერ “სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ამგვარი რამ საქართველოს ხელისუფლებას თავში აზრადაც არ მოსვლია და მაინც აკრიტიკებენ.

“არ დამიჭერენ ჩემი თანაპარტიელები მხარს, თორემ, მინდოდა რეზოლუციის პროექტი დამეინიციირებინა გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ამდაგვარი რამ თავში აზრადაც არ მოგვსვლია და გვაკრიტიკებენ და იქ წარმოიდგინეთ რა ხდება. უბრალოდ, ინტერნეტ-სივრცეში გამოთქმული აზრის გამო, 170-ზე მეტ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. წარმოგიდგენიათ, ამის მეასედი რომ გავაკეთოთ საქართველოში, რა ამბავს ატეხენ?!” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...