მამუკა მდინარაძე-საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეს ეხება, აცხადებს რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

მამუკა მდინარაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, სადაც აღნიშნავს, რომ „აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს. ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ და დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე“.

„საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს!
ცვლილებები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული –
აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს.

პროგრამებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გავიტანთ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან.
ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ.

დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე.
ამ და მსგავს ინიციატივებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის და ამაზე არავინ იზუნებს ჩვენს გარდა, ეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის!..“-წერს მამუკა მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...