25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის და ევროპულ ინტერესებს საქართველოში, ეს არის მათი ქმედებები და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები

საინტერესოა, ვის ხელში აღმოჩნდა ბოლო პერიოდში საქართველო, ჩვენ ძირითადად ვხედავთ ევროპული პოლიტიკის და ევროპის სახელით მოლაპარაკე ბალტიისპირელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ავანგარდში არიან, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით, ხმამაღლა არასდროს ამბობენ, თუმცა, თავადვე ეუბნებიან, რომ არ მიაქციონ ყურადღება, ვინაიდან დიდი მნიშვნელობის მქონე არ არის და ევროპარლამენტი არც გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, თუმცა, შემდეგ თავადვე იყენებენ ამ რეზოლუციებს ინსტრუმენტად.

„ერთი, რასაც ვიტყვი ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით, რასაც ხმამაღლა არასდროს ამბობენ ხოლმე, თუმცა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნუ მიაქცევ ყურადღებას, ხომ იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს ის ძალა და მნიშვნელობა, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არის- ამას გეუბნებიან, ოღონდ ხმამაღლა არ ამბობენ. ამას მე ვბედავ და ვამბობ, რაც შეიძლება შემდეგ შეფუთონ, რომ მე ევროპულ ინსტიტუტს შეურაცხყოფა მივაყენე – არ ვაყენებ, ამას თვითონ ამბობენ, თუმცა, ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ და მერე ინსტრუმენტად იყენებენ სწორედ იმ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომ ქართულ საზოგადოებას აჩვენონ, ნახეთ, როგორ ფიქრობენ ევროპელები საქართველოს შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, საბოლოო ჯამში, აზიანებს მთავარს – ევროპულ ინტერესს აზიანებს საქართველოში და დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს საქართველოში, ეს არის მათი ქმედებები და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები