25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

მაკა ბოჭორიშვილი: არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს ის, რაც ტარდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – კამპანია, რომელმაც რეალურად საქართველოს იმ მომენტში დააკარგვინა შესაძლებლობა, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად

ყველა კონგრესი, განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტიის, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის წევრი, მთავრდებოდა იმით, რომ ისინი იღებდნენ საქართველოს შესახებ უარყოფით რეზოლუციებს. მათ შორის სწორედ ამ პერიოდში, 2022 წლის მაისი იყო, მახსოვს, ზუსტად ევროკავშირის საბჭოს შეხვედრამდე რამდენიმე დღით, ან კვირით ადრე, იყო სახალხო პარტიის შეკრება, სადაც მიიღეს რეზოლუცია. ისინი იმდენად ნეგატივზე იყვნენ ორიენტირებულნი, რომ ერთი სიტყვაც არ ჩაწერეს იმის შესახებ, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, თუ ასეთი ძლევამოსილები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ნამდვილად შეეძლოთ ერთი წინადადება მაინც დაეწერათ საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ.

„ევრონესტის“ შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ იტყოდა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ.

რა შეუძლია საქართველოს პარლამენტის წევრს გააკეთოს საერთაშორისო არენაზე, ხომ? თუ შეგიძლია, რომ მიაღებინო ან მიიღო რაიმე რეზოლუცია, რომელიც იქნება პოზიტიური შენი ქვეყნისთვის – ეს არის მნიშვნელოვანი.

თუ კარგად გახსოვთ, ყველა კონგრესი, განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტიის, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის წევრი, მთავრდებოდა იმით, რომ ისინი იღებდნენ საქართველოს შესახებ უარყოფით რეზოლუციებს. მათ შორის სწორედ ამ პერიოდში, 2022 წლის მაისი იყო, მახსოვს, ზუსტად ევროკავშირის საბჭოს შეხვედრამდე რამდენიმე დღით, ან კვირით ადრე, იყო სახალხო პარტიის შეკრება, სადაც მიიღეს რეზოლუცია. ისინი იმდენად ნეგატივზე იყვნენ ორიენტირებულნი, რომ ერთი სიტყვაც არ ჩაწერეს იმის შესახებ, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციას.

შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, თუ ასეთი ძლევამოსილები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ევროპელ პარტნიორებს ყველა მათ პოზიციას აზიარებინებდნენ, ნამდვილად შეეძლოთ ერთი წინადადება მაინც დაეწერათ საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ.

ეს მიზანმიმართული კამპანიები ნამდვილად იყო. არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს ის, რაც ტარდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – კამპანია, რომელმაც რეალურად საქართველოს იმ მომენტში დააკარგვინა შესაძლებლობა, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.

ამ პროცესში მონაწილეობა ყველამ მიიღო – მედიამაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და პოლიტიკოსებმაც.
მე მახსოვს, მაშინაც იყო გამოქვეყნებული შეფასება – გახსოვთ? უკვე მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს სტატუსი, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვეყნეს ანგარიში.

აქ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად კარგად და კარგი ხარისხით გააკეთა საქართველომ თავისი შეფასება. სათქმელიც გვქონდა – კარგი ხარისხის და წარსადგენი. მაშინაც კი, კრიტიკული შეფასებების პირობებში, რომლებშიც ჩვენ ვიყავით, ევროკომისიის ანგარიშით მაინც გამოჩნდა საქართველოს უპირატესობა უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით.“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები