„მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება აკრძალულია და ისჯება კანონით“ – რა ცვლილებები შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით

გარდა ამისა, მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ცვლილებები ეხება სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღებასა და ტრანსლაციასაც.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...