4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზურაბ ქადაგიძე შაჰინის განცხადებაზე: დემოკრატია და სამართალი, ან კიდევ ბაჩიაშვილის ბედი კი არ ადარდებს? არამედ, იმ აგენტურული ქსელის ერთი ბოლოს გამოაშკარავება და წყალში გადაყრილი შრომა ენანება, რაც ბაჩიაშვილის გადმობირებასა და დამუშავებაში გასწიეს

ამას დემოკრატია და სამართალი, ან კიდევ ბაჩიაშვილის ბედი კი არ ადარდებს?
არამედ, იმ აგენტურული ქსელის ერთი ბოლოს გამოაშკარავება და წყალში გადაყრილი შრომა ენანება, რაც ბაჩიაშვილის გადმობირებასა და დამუშავებაში გაწიეს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის, მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქართული დემოკრატიისთვის არის დარტყმა.

ქადაგიძის თქმით, მეორე მიზეზი ჯინ შაჰინის შეშფოთებისა არის ქართული სპეცსამსახურებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებელი, სუვერენული გადაწყვეტილება, სადაც საქართველო საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ადრინდელივით აშშ-ს არ უთანხმებს ქართული მართლმსაჯულების აღსრულებას.

„ჩაუწვათ პროდუქცია?
ამას დემოკრატია და სამართალი, ან კიდევ ბაჩიაშვილის ბედი კი არ ადარდებს?
არამედ, იმ აგენტურული ქსელის ერთი ბოლოს გამოაშკარავება და წყალში გადაყრილი შრომა ენანება, რაც ბაჩიაშვილის გადმობირებასა და დამუშავებაში გაწიეს.

მეორე მიზეზი კი ამ ქალბატონის შეშფოთებისა, ქართული სპეცსამსახურებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებელი, სუვერენული გადაწყვეტილებაა, სადაც საქართველო საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ადრინდელივით “დიდ ძმას” არ უთანხმებს ქართული მართლმსაჯულების აღსრულების მიზანშეწონილობას.

მოკლედ, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო – ქალბატონო შაჰინ და რაც მალე შეეგუებით ამ აზრს, თქვენთვისვე უკეთესი იქნება“,-წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.