გიორგი ვაშაძემ „იმედის“ მაყურებელს უინტელექტოები უწოდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „იმედის“ მაყურებელს უინტელექტოები უწოდა.

„უინტელექტოებისთვის, რომლებისთვისაც თქვენ ახლა გინდათ, ეს სიუჟეტი გააკეთოთ, მათთვის ვამბობ, რომ მოუსმინეთ ხვადაგიანს, ძალიან ბევრ საინტერესოს მოისმენთ საქართველოს ისტორიიდან”, – მიმართა ვაშაძემ „იმედის“ ჟურნალისტს.

გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ლექციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მერვე ნომერი ირაკლი ხვადაგიანი გამოვიდა. საკითხის შეფასებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრობლემას ვერ ხედავენ, რომ წარსულის გააზრებაზე მათი სიის წარმომადგენელი ლაპარაკობდეს.

ფაქტს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. „ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე, წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა”, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...