ტრამპი: მაკრონს ყოველთვის ეშლება დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის ლიდერის მიერ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დროზე ადრე დატოვების შესახებ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ყოველთვის ეშლება.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მედიას განუცხადა, რომ ტრამპმა სამიტი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობის გამო დატოვა.

„საჯაროობის მაძიებელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეცდომით თქვა, რომ მე კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნდე და ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტაზე“ ვიმუშაო. არასწორია! ის აზრზე არ არის, რატომ ვბრუნდები ვაშინგტონში. რა თქმა უნდა, ამას ცეცხლის შეწყვეტასთან საერთო არაფერი აქვს. საქმე უფრო სერიოზულადაა. ნებსით თუ უნებლიედ, ემანუელს ყოველთვის ეშლება. კავშირზე ვიქნებით!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...