ზურა ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული – მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია

რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, მაგრამ როგორც თავად თქვა, მისი ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული და ნაწილობრივ მართალია – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც გადაგიძე აღნიშნავს, სინამდვილეში მისი განზრახვა პროვოკაციული იყო, რასაც ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია.

“რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, მაგრამ როგორც თავად თქვა, მისი ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული და ნაწილობრივ მართალია.

სინამდვილეში მისი განზრახვა პროვოკაციული იყო, რასაც ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს.

გახარიამ მისი პატრონებისგან მიიღო დავალება – პირველ რიგში მას უნდა დაემტკიცებინა, რომ გადაახტებოდა თავზე ყველას, პრემიერს, სუსს, თავდაცვას და ერთპიროვნულ პროვოკაციაზე წავიდოდა. ეს დავალება პირნათლად შეასრულა, მაგრამ მისი პატრონების გათვლით, ამ ყველაფერს გასროლა და ესკალაცია უნდა მოჰყოლოდა, რაც საბედნიეროდ არ მოხდა.”- წერს ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...