15 ივნისი, კვირა, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

ზურაბ ქადაგიძე: ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ასე უცებ შექმნეს? მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებას ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეალური მიზეზი ბირთვული საფრთხეების არსებობა შესაძლოა არც იყოს, ვინაიდან 2 თვის წინ ამერიკელი პოლიტიკოსის საპირისპიროს ასახელებდა და აცხადებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა.

„ცოტა ხნის წინ, ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ორი თვის შემდეგ რა შეიცვალა, ასე უცებ შექმნეს?

მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?

20 წლის წინ, ერაყში ქიმიურ იარაღს, რომ ეძებდა ამერიკა და თავზე დაიმხო მთელი ახლო აღმოსავლეთი, ბოლოს კი გაირკვა, იქ სულაც არ ყოფილა ქიმიური იარაღი, გახსოვთ?!

უფრო ადრე, 70-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის დამხობას, რევოლუციას და აიათოლების რეჟიმის დამყარებას, ვინ შეუწყო ხელი?!
ამავდროულად, 80-იან წლებში სადამ ჰუსეინს ვინ უჭერდა მხარს?” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები