15 ივნისი, კვირა, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

„რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიყავი [საგუშაგოს ჩადგმის]. არ უნდა გაკეთებულიყო. შევალ და რომ გამოვალ, მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს“, – აღნიშნა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 11 ივნისს განიხილა.

სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზისშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.“

ავტორი:

ბოლო სიახლეები