15 ივნისი, კვირა, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში – “აკაცუკები” ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა

საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ავიამიმოსვლის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, “აკაცუკები” ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მალე ყველა დაუბრუნდება საქართველოს და მშვიდობისთვის გაღებულ ღვაწლსაც დააფასებს.

“გაინტერესებთ მშვიდობის ფასი?
აი, ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი.
საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში.

სამწუხაროდ აკაცუკები ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა. დღეს თუ ხვალ, ყველა “უძღები შვილი” დაუბრუნდება მის წიაღს და დააფასებს დედა-სამშობლოს ღვაწლს მშვიდობისათვის.

მშვიდობა მოგვმადლოს ღმერთმა საქართველოს და სრულიად სამყაროს.” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები