„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
თავად ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა და პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თავად მივა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან. მოგვიანებით ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.
ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.
ნიკა გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო ბრალი 16 აპრილს წარედგინა.