ტელეკომპანია “პოსტ TV” -ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია ,,პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი – მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

ვრცლად:https://pog.gov.ge/news/telekompania-post-tv-is-zhurnalististvis-profesiul-saqminobashi-ukanonod-khelis-sheshlis-faqtze-ganodzieba-daitsko-4819

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს...

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს...