მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ისინი არიან გმირები, რომლებიც მზად არიან სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ.

„ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.

მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე.

დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო”, – წერს პრეზიდენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს...

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს...