13 ივნისი, პარასკევი, 2025
13 ივნისი, პარასკევი, 2025

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩს ჰქონდა შანსი, რომ გამიჯვნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას. ის დადგა სიძულვილის მხარეს. მოცემულობაა, რომ ზიზღის კამპანია საქართველოში ფინანსდება გარედან

ევროკავშირის ელჩს ჰქონდა შესაძლებლობა და შანსი, რომ გამიჯვნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას. მან ეს შანსი არ გამოიყენა. შესაბამისად, ის დადგა სიძულვილისა და ძალადობის მხარეს. დღეს, უკვე მოცემულობა არის, რომ ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოშია, ეს ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება გარედან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ზიზღის ენა დაფინანსებული და წახალისებულია გარედან.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით იმას თუ ვისგან მოდის ზიზღის კამპანია და მოდის იმ ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, თუ დავაკვირდებით იმას, რომ რეაქცია არის ნული, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან აშკარაა უკვე და ცხადია, რომ ეს ზიზღის კამპანია გამართლებული, წაქეზებული და დაფინანსებულია გარედან. ამ შემთხვევაში ევროკავშირის საელჩოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა დონორების მხრიდან.

ჰქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯვნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას. მან ეს შანსი არ გამოიყენა. შესაბამისად, ის დადგა სიძულვილისა და ძალადობის მხარეს. დღეს უკვე მოცემულობა, რომ ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოში არის, ეს ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება გარედან, მათ შორის ევროკავშირის საელჩოდან. ახლა ერთადერთი, რასაც უნდა მივაღწიოთ არის ის, რომ მოვითხოვოთ, შეწყდეს ძალადობისა და სიძულვილის გამართლება და დაფინანსება ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები