საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთო ინტერესების თემებს.
„საქართველო-უნგრეთის მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს.
ჩვენი საუბარი იყო პროდუქტიული და ყოვლისმომცველი. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთო ინტერესების თემებს.
შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნავს პრემიერი.