4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაია ბითაძე ოპოზიციაზე: ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანების კრებული, რომლებსაც პოლიტიკის გაკეთება არ შეუძლიათ

ეს სპექტაკლი გაითამაშეს გიორგი ვაშაძის გადასარჩენად, – ასე შეაფასა გიორგი ვაშაძის მიერ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

„როგორც ჩანს, ეს სპექტაკლი გაითამაშეს გიორგი ვაშაძის გადასარჩენად, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მათ გაცხადებულ პოლიტიკას და კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს, თუ როგორი დეზორიენტირებულია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და როგორი არათანმიმდევრული, მათ შორის იმ ე.წ. პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ისინი წვალობენ და ვერ ახორციელებენ. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანების კრებული, რომლებსაც პოლიტიკის გაკეთება არ შეუძლიათ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებულ 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.