ირაკლი ზარქუა მასზე თავდასხმაზე: ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან

ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ეს ხალხი მეცოდება იმიტომ, რომ გამოყენებულები არიან. გარკვეულ ჯგუფები, ვინც აფინანსებენ ამათ და ჩაუნერგეს ეს სიგიჟეები, ამას აკეთებინებენ. ასეთ ცუდ დღეში აგდებენ ამ ახალგაზრდებს და იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან. აი, ასეთებს რომ არ დარჩეთ ქვეყანა, ამიტომაც მეტი კონსოლიდაცია გვჭირდება და ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერენ ესებუამ ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...