ირაკლი რუხაძე: 2008 წლის ომამდე დენ კუნინი მოვიდა ჩემთან და მითხრა – ეს გიჟი ომის დაწყებას აპირებს და მიხედე თავს, რაღაც საშინელებას დაგვმართებს

2008 წლის ომამდე [სააკაშვილის ამერიკელი მრჩეველი დენ] კუნინი მოვიდა ჩემთან და მითხრა: ეს გიჟი ომის დაწყებას აპირებს და მიხედე თავს, იმიტომ, რომ რაღაც საშინელებას დაგვმართებს, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას. მისივე თმით, ანალოგიური გაფრთხილება აშშ-ის იმდროინდელი ელჩისგანაც მოისმინა.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო ასეთი US-Georgia Business Development Council [აშშ-სა და საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭო] – ახლაც არის, რომელშიც მეც შევდიოდი, იმიტომ რომ თავდაცვა იყო ეს ჩემთვის. ამერიკის ელჩი ალბათ ახლაც არის ამ ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე. ამას წინათ ჩემმა დეიდაშვილმა გამახსენა – ისიც ბიზნესმენია, დაჭერილი იყო – ლევან გიგინეიშვილის ძმა, გიორგი გიგინეიშვილი. არ გახსოვსო, ერთ-ერთ შეხვედრაზე რომ ვიყავით ამერიკის ელჩი მოვიდა და გვითხრაო – თქვენ ყველანი დიდი ბიზნესმენები სხედხართ აქ, ყველას მიგესვლებათ იქ და შეგიძლიათ რაღაც გავლენა გქონდეთ და წადით, ის კაცი გააჩერეთ – აპირებს ომის დაწყებას. ეს ხდებოდა 2008 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე. შეიძლება ამ სიტყვებით არ უთქვამს – ომის დაწყებას აპირებსო, მაგრამ ის, რომ რაღაც საშიშროების წინაშე ხართ, ასე ლაპარაკობდა. და კუნინი ამის მერე წავიდა. ყველაფერი მიაგდო, შეიძლება რაღაც გაყიდა-გამოყიდა, მაგრამ ამის მერე წავიდა და იმის მერე საქართველოში მაინცდამაინც არ ჩამოდიოდა, მე მგონი ახლა დაიწყო ცოტა ხნის წინ ჩამოსვლა“, – იხსენებს რუხაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...