პრეზიდენტი: ღირებულებები, რაზეც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ჩვენი არსებობა, სწორედ ოჯახში იწყება – მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პატრიარქს ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის

როცა ასეთი ერთიანობა იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ. სწორედ ოჯახებიდან იწყება ჩვენი ერთიანობა და გამარჯვება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობს.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ოჯახი არის ის, სადაც ყველა ვეზიარებით პირველ რიგში ღვთის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ის ღირებულებები, რაზეც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ჩვენი არსებობა, სწორედ ოჯახში იწყება და მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პატრიარქს ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...