შალვა პაპუაშვილი: 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო ერის გახლეჩვის დღედ – პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე წერს.

„ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს.

17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩვის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.

დღევანდელ დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღწვით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან.

ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრიმიჰოლმარტინი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას...