17 მაისი, შაბათი, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის ინიციატივაზე: არჩევნების ჩატარება ტელეფონით არა, TikTok-ით ჯობია, ბარემ ამომრჩევლის გამომეტყველებასაც დავინახავთ, რამდენად „თავისუფალია” და არა „ძალადობრივი” მისი არჩევანი

რადიკალი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ფორმის შემოთავაზების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ის ფორმა, რაზეც, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე მიუთითებს, უაზრობაა.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს იმასაც, რომ არჩევნების ტექნოლოგიების მცოდნე რადიკალებს გაყალბების ახალი ფორმების ძებნა უწევთ.

„ნამდვილად მინდა მჯეროდეს, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციამ იხუმრა, თორემ როგორ შეიძლება დაიჯერო ასეთი უაზრობა? კარგი, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკასთან და მითუმეტეს, საარჩევნო ტექნოლოგიებთან მწყრალადაა, მაგრამ ნაცებმა და სხვებმა ეს არ იციან? სწორედაც რომ იციან, ისინი გაყალბების ტექნოლოგიების დიდოსტატები არიან, ამიტომ შემოგვთავაზეს ეს იდეაც, როგორც ჩანს, ახალ „ინოვაციას” მიაგნეს.

ახლა ერთადერთი გამოწვევა, რაც აქეთ ისროლეს, არის ის, რომ გამოვიცნოთ, რა არის გაყალბების ეს „ინოვაცია” და კიდევ რა მოიხარშა მათ თავებში? იმედია, საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტები და გამომგონებლები ამას აგვიხსნიან. ოპოზიციას კი ვეტყვი, არჩევნების ჩატარება ტელეფონით არა, TikTok-ით ჯობია, ბარემ ამომრჩევლის გამომეტყველებასაც დავინახავთ, რამდენად „თავისუფალია” და არა „ძალადობრივი” მისი არჩევანი? იქნებ, ვინც დაღვრემილი და უხასიათოდ მისცემს ხმას ოცნებას, ძალადობის მსხვერპლია და არ უნდა ჩაითვალოს. აბა, ამაზეც იფიქრეთ, წესით, თქვენ უნდა მოგეწონოთ,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები