15 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
15 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

საქართველოს პარლამენტი: ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება – საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ

საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება და საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს.

„2025 წლის 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც, თავისი არსით, არის უკიდურესად მტრული აქტი საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ.

ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომელთა თანახმად: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (როგორც მოგვიანებით დაკონკრეტდა, „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება).

ე.წ. „მეგობარი აქტი“ საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი: სიცრუეზეა დაფუძნებული ბრალდება რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს

საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუეზეა დაფუძნებული ბრალდება რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს, საქართველოსა და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თავისი არსით, შეესატყვისება ურთიერთობების იმ ხარისხს, რომელიც აშშ-ს და ჩინეთს შორის არის ჩამოყალიბებული, ირანთან ურთიერთობა კი იმ დონეზეც არ არის განვითარებული, რაც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკავშირებს.

„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის ფონზე, აშშ-სგან და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. 2012 წლის შემდეგ, არ შემდგარა არცერთი ქართველი პოლიტიკოსის არცერთი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში. რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 12 პროცენტზე ნაკლებია. აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საერთო შემფასებელმა მისიამ დაადგინა, რომ საქართველო არ უშვებს მისი ტერიტორიის გამოყენებას რუსეთის ფედერაციის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის, რაც ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს სენატს მოახსენა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ო’ბრაიანმა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, საქართველო შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს, რომელიც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოზე ბევრად მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას, ისევე, როგორც მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრად რჩება და რომლის პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტებსაც არ ერიდებიან. ლიეტუვა და ლატვია ღვინის მწარმოებელ საქართველოზე რამდენჯერმე მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში. ყველა ეს ფაქტი მოწმობს სიცრუეს და ორმაგ სტანდარტს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული;

საქართველოსა და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თავისი არსით, შეესატყვისება ურთიერთობების იმ ხარისხს, რომელიც აშშ-ს და ჩინეთს შორის არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, თუ რა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს სასაყვედურო საქართველოს მიმართ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებთან დაკავშირებით;

იგივე ეხება საქართველოსა და ირანის ურთიერთობებს, რომელიც, სამწუხაროდ, იმ დონეზეც კი არ არის განვითარებული, რაც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ინაუგურაციას აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, აშშ-ში სპეკულაციების სამიზნედ მხოლოდ საქართველო იქცა, რაც ამ შემთხვევაშიც უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი: საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ს კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელმაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შეიძლება უზრუნველყოს

საქართველოს პარლამენტი: საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს

ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომელთა თანახმად: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (როგორც მოგვიანებით დაკონკრეტდა, „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება), – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. აქვე აღნიშნავენ, რომ საბედნიეროდ, ამგვარი აბსურდული გადაწყვეტილებები ქართველ ხალხში ადეკვატურ რეაქციას იწვევს.

„ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. იმის ნაცვლად, რომ კონგრესი „დიფ სთეითისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და ახალ ადმინისტრაციას ძველი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, ის, პირიქით, ახალი სანქციების დაწესებასაც კი ითხოვს.

საბედნიეროდ, ამგვარი აბსურდული გადაწყვეტილებები ქართველ ხალხში ადეკვატურ რეაქციას იწვევს. უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს თავის თავს აშშ-ს კონგრესიც. დასანანია, რომ ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად ცნობილმა კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა – ჯორჯ ვაშინგტონმა, თომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმს მედისონმა და სხვებმა – ჩაუყარეს საფუძველი, 5 მაისს ქართული საზოგადოების თვალში ესოდენ მძიმედ შელახა საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს უარს მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ს კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელმაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შეიძლება უზრუნველყოს.

„ჩვენი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ უხეშ და უსამართლო დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტს ერთადერთი რამ შეიძლება განაპირობებდეს – საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების ლიდერებთან კონკრეტულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“, რის შედეგადაც აშშ-ს კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებას და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობის საფუძველზე ჰქონდა შექმნილი.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ს კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელმაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შეიძლება უზრუნველყოს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი – მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფაქტებზე დაყრდნობით გაეცეს პასუხი თითოეულ ცრუ ბრალდებას, რომელიც ე.წ. „მეგობარ აქტშია“ წარმოდგენილი. „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რომლითაც საქართველომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტური პროგრესი განიცადა

საქართველოს პარლამენტი – თუკი ვინმე ცდილობდა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ეს იყო „დიფ სთეითი“. დღეს, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფაქტებზე დაყრდნობით გაეცეს პასუხი თითოეულ ცრუ ბრალდებას, რომელიც ე.წ. „მეგობარ აქტშია“ წარმოდგენილი. „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს ფაქტები და საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ გამოქვეყნდა.

„კერძოდ, საქართველოში 2012 წლის შემდეგ:
-მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა;
-ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და ათჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო და რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არის აღიარებული და დადასტურებული;
-აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს;
-ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო პლურალიზმის უმაღლესი ხარისხით, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული. მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია მაგალითი მისცეს აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამერიკულ მედიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ვხედავთ, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშიც მედია, პრინციპულად, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლდება და იმართება;
-ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარებოდა. ოპონენტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უსამართლოდ გადაწყდა. უცხოელი ჩინოსნების, NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკრიტიკებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად აღიარა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსში“ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებს. „დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრის“ კვლევის თანახმად, ხელისუფლების ჩარევისგან მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მე-9 ადგილს იკავებს. სამჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივრების რაოდენობა. ამის საპირისპიროდ, საქართველოში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც წინა ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ღიად მოსთხოვა კონკრეტულ მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, ხოლო მოგვიანებით, მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამო, მას ამერიკაში ვიზიტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოგვიანებით ქართველი მოსამართლის ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაც აღიარა;
-საქართველოს აქვს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკის „კორუფციის არარსებობის ინდექსში“ კი, საქართველო მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპაში მე-18 ადგილზეა;
-საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიფ სთეითს“ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია, ორივე საპარლამენტო არჩევნები იმდენად სამართლიანად ჩატარდა, რომ რაიმე არსებითი დარღვევის შესახებ ვერავინ ვერავითარი ფაქტი და მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, რომლის შემდგომი აუდიტიც, ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. აღნიშნულის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველზე შეინარჩუნა, რასაც „დიფ სთეითმა“ მწვანე შუქი აუნთო;
-სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით, საქართველომ მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა. საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი შეკრების უფლება. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლებამ ისე შეძლო მოეგერიებინა კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი ხუთდღიანი მცდელობა, რომ შეკრებების დაშლისას, არცერთი მომიტინგის ჯანმრთელობას რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მაშინ როცა მოძალადეთა ქმედებით ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. 150 დღეზე მეტია, ადამიანების ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი ისტორიის მანძილზე, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა“-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ 2020 წლიდან დღემდე „დიფ სთეითი“ ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რასთან დაკავშირებითაც ვიდეომტკიცებულებები საჯარო წყაროებშიც მრავლად მოიპოვება.

„თუკი ვინმე ცდილობდა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ეს იყო „დიფ სთეითი“ და მისი ინსტიტუციები. აღსანიშნავია, რომ 2023-24 წლებში საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი ვითარდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გარშემო, რომლებიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობას და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ამასთან, 2020 წლიდან დღემდე „დიფ სთეითი“ ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რასთან დაკავშირებითაც ვიდეომტკიცებულებები საჯარო წყაროებშიც მრავლად მოიპოვება.
ყველა ეს ფაქტი არა მხოლოდ უტყუარად ადასტურებს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პროგრესს, რომელიც საქართველომ 2012 წლის შემდეგ განიცადა, არამედ იმის დასტურიცაა, რომ დღეს საქართველო, თავისი არსით, არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.“-წერია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტზე“: „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ადასტურებს კონკრეტული ფაქტები – 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ განსაზღვრა ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად, რასაც, იმ დროს არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ასევე უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტს“ შეეხება.

საქართველოს პარლამენტის განცხადების თანახმად, 2017 წელს, სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ განსაზღვრა კონსტიტუციურ ამოცანად ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელსაც, იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულ მზაობას, თუმცა, საპასუხოდ პარტნიორებისგან თავშეკავებულ პოზიციას იღებდა.

„2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა შესწორება საქართველოს კონსტიტუციაში და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განსაზღვრა, რასაც, იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულ მზაობას, თუმცა, საპასუხოდ იღებდა თავშეკავებულ პოზიციას პარტნიორების მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე ქმნიდა ხელოვნურ დაბრკოლებებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ პარტნიორები იყვნენ.“ – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს.

„ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, სწორედ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია საქართველომ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, ხოლო მოგვიანებით მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2022 წლის მარტში სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი, რაც „დიფ სთეითმა“, კერძოდ, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს.“ – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს: საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე – ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ არავითარი საფუძველი არ აქვს

2022 წლის მარტში სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი, რაც „დიფ სთეითმა“, კერძოდ, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტს“ შეეხება.

პარლამენტის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2024 წელს უარი უთხრეს მოლაპარაკების გახსნაზე და ქვეყანას დღესაც უწვეს ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან გამკლავება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციას აშშ და ნატო საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არ მიიჩნევენ რეალურად, შესაბამისად, ამ პირობებში საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს მოკლებულია.

„უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. თუმცა, უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზაობის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ შექმნა ხელოვნური დაბრკოლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, უთხრა რა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე. საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციას, როგორც ცნობილია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია და ნატო უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არარეალურად მიიჩნევენ და ასეთ პირობებში, საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს არის მოკლებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ არავითარი საფუძველი არა აქვს;“ – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები