14 მაისი, ოთხშაბათი, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ლევან ნიკოლეიშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: დიპლომატის მანტია შემოხვეული უცხოელი ელჩი, ფიქრობს, რომ ხელისუფლებას აზარალებს, შესაბამისად, ოპოზიციას ახალისებს, ბოლომდე ვერ რისკავს, თორემ, “მოლოტოვის კოქტეილს” ესროდა სახელმწიფო ინსტიტუტებს

საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური წარმომადგენლებს შორის, დაუფარავ მტრულად განწყობილებში, რამდენიმე გამორჩეულია, თუმცა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ალბათ მაინც საპატიო ადგილს იკავებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ელჩმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მალე მიაღწევენ იმ მომენტს, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას დაასანქცირებს.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, ჰერჩინსკი ბრიუსელიდან მიღებულ დავალებას ასრულებს, თუმცა, ის მართლაც ვერ იტანს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, რომელიც სამუდამოდ დარჩება საქართველოს მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მტრულად განწყობილ ხელმოცარულ უცხოელად და რომელსაც ვადის ამოწურვის შემდეგ დავალების ვერ შესრულების გამო ბოდიშების მოხდა და თავის მართლება მოუწევს.

“საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური წარმომადგენლებს შორის, დაუფარავ მტრულად განწყობილებში, რამდენიმე გამორჩეულია, თუმცა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ალბათ მაინც საპატიო ადგილს იკავებს. ერთია, რომ ყეყეჩობით გამორჩეული ბატონი ჰერჩინსკი იმ დავალებებს ასრულებს, რომელიც მან ბრიუსელიდან მიიღო, მეორე კი ის მართლაც ვერ იტანს ქართველ ხალხს, შესაბამისად ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, შეიძლება ასეთი განცხადებების გამო მსუყედ დაფინანსებულიც იყოს, მაგრამ ასეთ ბრიყვულ სურვილებს მაინც არ უნდა აბრეხვებდეს. რატომაა ასეთი ქმედებებითა და განცხადებებით მოწინავე ქართველთ მოძულე პაველი? წესით და რიგით, ხომ გარდა ყველაფრისა ის დიპლომატიურ წონასწორობას და ეტიკეტს უნდა ინარჩუნებდეს, მაგრამ არა, სწორედ დიპლომატიური იმუნიტეტია მისთვის დამცავი მექანიზმი, რომლის გამოც ამდენ თავხედობას ბედავს. დიპლომატის მანტია შემოხვეული უცხოელი ელჩი, ფიქრობს, რომ ხელისუფლებას აზარალებს, შესაბამისად ოპოზიციას ახალისებს, ბოლომდე ვერ რისკავს თორემ მოლოტოვის კოქტეილს ესროდა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ელჩები, როგორც წესი მანამდე სწავლობენ იმ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ხალხის მენტალიტეტს, ამის გარდა დიპლომატიური ეტიკეტი, თავშეკავება, წესიერების გამოვლინებაც მათ საქმიანობაში შედის, ჰერჩინსკის მასწავლებელი, როგორც ჩანს თვითონაც არ გამოირჩეოდა შესაბამისი ცოდნით, ჰერჩინსკიმაც როყიო, გაუაზრებელი არადიპლომატიური განცხადებები დაიმახსოვრა მხოლოდ, ჰოდა, “შეუბერა” პაველმაც და ქვეყანაში, სადაც ევროკავშირთან ურთიერთობის ხიდს უნდა წარმოადგენდეს, თავი სადამსჯელო რაზმის წარმომადგენლად წარმოუდგენია.

თუმცა, ერთს ნამდვილად მიაღწია: ბატონი ჰერჩინსკი სამუდამოდ დარჩება საქართველოს მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მტრულად განწყობილ ანტიქართველ ხელმოცარულ უცხოელად, რომელმაც აქ თავის მიზნებს ვერ მიაღწია, იქ კი თავის უფროსებთან ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნებულს, როგორც დავალების ვერ შემსრულებელს ბოდიშების მოხდა და თავის მართლება მოუწევს. თუმცა ვინ იცის, ვადის ამოწურვამდეც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს საქართველოდ პირველად გაძევებული დიპლომატის სტატუსიც მიიღოს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები