14 მაისი, ოთხშაბათი, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

გია აბაშიძე საგამოძიებო კომისიაზე: ქადაგიშვილების ოჯახი უმოწყალოდ იმის გამო დაატერორეს, რომ “გამა ბანკის” წილები არ დათმეს ნაცფაშისტების ე.წ. “ვარდების რევოლუციის” ყულაბისთვის

პარლამენტში სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მსხვერპლის, “გამა ბანკის” ერთ-ერთი მეწილის ქვრივის, ნანა ქადაგიშვილის ისტორია გვახსენებს იმ საშინელებას, როცა ნაცმტაცებლებისთვის ადამიანების სიცოცხლე არაფერს წარმოადგენდა, ისინი 9 წელი მართავდნენ. ცხრა წუთითაც არ შეიძლება ნაცავსულების მიშვება რომელიმე თანამდებობაზე,- წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ქადაგიშვილების ოჯახი უმოწყალოდ იმის გამო დაატერორეს, რომ “გამა ბანკის” წილები არ დათმეს ნაცფაშისტების ე.წ. “ვარდების რევოლუციის” ყულაბისთვის. რისთვისაც ისინი უკანონოდ დააპატიმრეს, ციხეში აწამეს და ორი ოჯახის წევრი კი გარდაიცვალა.

„ პარლამენტში სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მსხვერპლის, “გამა ბანკის” ერთ-ერთი მეწილის ქვრივის, ნანა ქადაგიშვილის ისტორია გვახსენებს იმ საშინელებას, როცა ნაცმტაცებლებისთვის ადამიანების სიცოცხლე არაფერს წარმოადგენდა, ისინი 9 წელი მართავდნენ. ცხრა წუთითაც არ შეიძლება ნაცავსულების მიშვება რომელიმე თანამდებობაზე.

ქადაგიშვილების ოჯახი უმოწყალოდ იმის გამო დაატერორეს, რომ “გამა ბანკის” წილები არ დათმეს ნაცფაშისტების ე.წ. “ვარდების რევოლუციის” ყულაბისთვის. ისინი უკანონოდ დააპატიმრეს, ციხეში აწამეს და ორი ოჯახის წევრი გარდაიცვალა.

და ასეთი საზარელი ისტორია მრავალია, რაც დამართეს უსისხლო
“ნაცებმა” საქართველოს არაერთ ოჯახს. არანაირი დანდობა მანქურთებს!“- წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები