14 მაისი, ოთხშაბათი, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ნანა ქადაგიშვილი: ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან. ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანის საშუალება არა, არანაირი მინა

ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, ცუდად გავხდი, რომ შევედი და დავინახე რა ხდებოდა იმ კამერაში და როგორი სიტუაცია იყო მუხლები მომეკვეთა. ჩამომსვეს იქ სადღაც და მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან. ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანის საშუალება არა, არანაირი მინა, არც დეკემბერში, არც იანვარში, არც თებერვალში – ეს პერიოდები იქ ვიყავი, – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე მისი მეუღლისა და შვილის საკანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 20-25 კვადრატულში იყო 80 კაცი, იდგა 6 საწოლი და რიგრიგობით 2-2 საათით იძინებდნენ.

„ჩვენს საკანში 2-2 ვიყავით რკინის საწოლებზე, მაგრამ ჩემ მეუღლესთან დაკავშირებით იმავეს ვერ ვიტყვი. ისინი როცა მოდულის შენობიდან გადაიყვანეს ორთაჭალის ციხეში, დაახლოებით 20-25 კვადრატული იქნებოდა ის ოთახი როგორც ამირანი და აჩიკო მიხსნიდნენ. ჯერ ამ ოთახში იდგა 6 ორსართულიანი საწოლი, ამის გარდა იყო 80 კაცი და მორიგეობით იძინებდნენ, 12 იწვა და დანარჩენი 68 ელოდებოდნენ. 2 საათზე მეტს ვერ იძინებდნენ, მერე გაგაღვიძებდნენ და სხვა იძინებდა, დანარჩენი დრო ფეხზე იდგნენ, წარმოიდგინეთ 24 საათში 2 საათი. კატასტროფული სიცხე იყო და ვინმეს რომ გული უწუხდებოდაო კი ვერ ვარდებოდაო, გვერდზე მყოფი იჭერდაო, იმიტომ, რომ „სილიოტკებივით“ ვიყავით ჩაწყობილი და ერთმანეთზე მიკრულიო“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები