„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტი“, სანქციები და საქართველოს წინააღმდეგ გატარებული სხვა ღონისძიებები „ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება“.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას.
„MEGOBARI აქტი“, სანქციები და ა.შ. ეს ხომ ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაჩქარებულად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ როდის გაიტანონ სენატში, კონგრესში, ქვედა პალატაში, როდის მიიღონ და რა თქვან ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს თავისით ხდება? არ ხდება ეს თავისით და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას. ეს ასე არ ხდება. ყველა ვმუშაობთ ამაზე- მედიაც, ხალხიც და პოლიტიკოსებიც. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მეტი გააკეთონ ადგილზე?!- ალბათ შეუძლიათ. ჩვენ დავსხდებით, ამაზე ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩამოშლა, გინდა დამხობა დაარქვით, გინდა დანგრევა რეჟიმის, გარდაუვალია“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.