13 მაისი, სამშაბათი, 2025
13 მაისი, სამშაბათი, 2025

მამუკა მდინარაძე: თავდახრილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში – როდესაც მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, ამაზე დღეს შეგვიძლია თამამად ვილაპარაკოთ

[“მეგობარი აქტი”] ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუძლია ამაყად და თამამად ისაუბროს და ურთიერთობების გარკვევა მოითხოვოს. მდინარაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანა უსამართლო დამოკიდებულებას იღებს, თუნდაც, დუმილის სახით, ამაზე ხელისუფლება თამამად საუბრობს ჯერ კულისებში და შემდეგ – საჯაროდ.

„ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულებაა აქედან, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან, დღეს რომ შეგვიძლია ასე ვილაპარაკოთ, ძალიან თამამად და ამაყად ვეუბნებით ნებისმიერ ქვეყანას, მის ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიეთ ურთიერთობებში – გადატვირთეთ ეს ურთიერთობები. ჩვენ, თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როდესაც მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ, დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით, დღეს შეგვიძლია, რომ თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე, ჯერ კულისებში, შემდეგ -საჯაროდ. მათ შორის, კულისებში ნალაპარაკევზე ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის პერიოდში და არავინ იფიქროს, რომ ამ ადმინისტრაციის პერიოდში რამე ისეთი იყო, რისი გამხელაც არ შეიძლება. მაგრამ, წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში, რომ ჩვენ ყველაფერი ვილაპარაკოთ, ალბათ, წითელ ხაზებს გადავცდებით, რაც უკიდურესად დამაზიანებელია და ამას არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვთქვით.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები