13 მაისი, სამშაბათი, 2025
13 მაისი, სამშაბათი, 2025

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დაზარალებული გიორგი ხოჭავა – მე უბრალოდ მინდა, რომ აღარასდროს აღარ დაბრუნდეს ის ფაშისტური რეჟიმი, რომელსაც უნდოდა ქართველი კაცის გენოციდი ამ ქვეყანაში

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, გიორგი ხოჭავამ, მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

გიორგი ხოჭავა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს დიქტატორულ, ჯალათ, ავადმყოფ რეჟიმს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლებაშია არასდროს არ უნდა დაბრუნდნენ, რადგანაც მათ ქართველი კაცის გენოციდი სურდათ.

„მე რაც გადავიტანე, ალბათ ცოცხალი ადამიანებიდან ძალიან ცოტა არის იმდენი, ვინც ის ყველაფერი გადაიტანა, რაც მოვყევი და მე ჯერ კიდევ არ მომიყოლია ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ყველა წამება არის გადაღებული. ვიღაცა სიამოვნებას იღებდა ამით, შეუტანდნენ კაბინეტში და ანახებდნენ თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს. მათ უნდოდათ ქართველი კაცის გენოციდი. ასეთ ხალხს უნდა დღეს მოვიდეს ხელისუფლებაში, მე როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე მზად ვარ, რომ კანონის წესების სრული დაცვით გავაკეთო ყველაფერი, რომ ისინი [ნაციონალური მოძრაობა] არ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

მათ არ ჰქონდეთ არანაირი ძალაუფლება საქართველოში, მე დღეს იმიტომ მოვედი აქ, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანის დაჭერას არ ვითხოვ, მე ჩემს პრეტენზიებს გამოვთქვამ ამ დიქტატორული, ავადმყოფი, ჯალათი რეჟიმის წინააღმდეგ. მე უბრალოდ მინდა, რომ აღარასდროს აღარ დაბრუნდეს ის ფაშისტური რეჟიმი, რომელსაც უნდოდა ქართველი კაცის გენოციდი ამ ქვეყანაში“,-განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები