ფაქტიურად პირველად აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ვაშინგტონისთვის მკაცრად, მაგრამ დელიკატურად ეთქვა დაგროვილი სათქმელი ორმხრივ ურთიერთობებზე, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს მიმართავს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, აღნიშნულ წერილზე აშშ-ს ადმინისტრაციის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ინდიკატორი და მარკერი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
„ფაქტიურად პირველად აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ვაშინგტონისთვის მკაცრად, მაგრამ დელიკატურად ეთქვა დაგროვილი სათქმელი ორმხრივ ურთიერთობებზე.
აღნიშნული წერილის შინაარსი და პათოსი შესაძლოა სიურპრიზიც კი აღმოჩნდეს ოფიციალური ვაშინგტონისთვის, რომელიც აქამდე სხვა ტიპის ურთიერთობებს იყო მიჩვეული საქართველოსთან (ვაღიაროთ ჩვენც მიგვიძღვის ამაში წვლილი!)
აღნიშნულ წერილზე აშშ-ს ადმინისტრაციის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ინდიკატორი და მარკერი, თუ რა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.