12 მაისი, ორშაბათი, 2025
12 მაისი, ორშაბათი, 2025

I შვილი – 1500 ლარი, II შვილი – 3000 ლარი, III შვილი – 4500, ტყუპები – 10 000 ლარი – თიანეთის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა. ინფორმაციას თიანეთის მერია ავრცელებს.

„I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;
II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;
III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.
ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;

გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:

I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი;
II შვილი – 300 ლარი;
III შვილი – 450 ლარი;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.

ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის“ სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები