პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში მხარეებს შორის შუამავალი ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად, თურქეთი ან ჩინეთი გახდეს.
მინისტრი მიესალმება ომის დასასრულებლად თეთრი სახლის ძალისხმევას, თუმცა ამბობს, რომ თუ ამერიკის ინიციატივები წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ სამშვიდობო პროცესში სხვა კანდიდატები ჩაერთვებიან, რომლებიც ორივე მხარესთან კომუნიკაციის არხებს ინარჩუნებენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს მათ შუამავლურ მისწრაფებებში წარმატებებს ვუსურვებთ, თუმცა, თუ ეს გზა წარმატებული არ აღმოჩნდება, სხვა კანდიდატებიც არსებობენ. არსებობს თურქეთი, რომელიც კავშირებს ინარჩუნებს, პირველ ყოვლისა არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს აიძულოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და მისი მოთხოვნები შეარბილოს“, – თქვა