ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს, – ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი წერს.
ყაველაშვილი, რომელიც წუხელ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
“დღეს სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ! ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ. უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!”, – წერს პრეზიდენტი.