19 აპრილი, შაბათი, 2025
19 აპრილი, შაბათი, 2025

“უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე [ზვიად გამსახურდიას], ეზოში დაკრძალონო” – გიორგი გამსახურდია

“ძალიან ხშირად მესმის სიტყვათა წყობა, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა. არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად, გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ.”- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“პირადად ცოტნე შეხვდა და დაალაგა ეგ საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან და შემდეგ ჩეჩნეთში ჩასვლისას, რამზან კადიროვმა, აღმოუჩინა ქმედითი დახმარება.

მოგეხსენებათ, ჩეჩნეთის პირველ ომამდე,ომის დროს და მერე, რამზანიც და ჩვენც, ერთ მხარეს ვიდექით. შესაბამისად, ურთიერთობაც გვქონდა კარგი. ამ საკითხში მოგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა.

საქართველოში ჩამოსვენებისას, ოფიციოზიდან ნაკლები ყურადღება შეიმჩნეოდა, იმიტომ რომ ცოტნე მაშინ გახლდათ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. შიზოიდს კიდევ, მისი დალაგებული არ აწყობდა მოთუფრო ეს თემა (გახსოვთ ალბათ მისი სახე პარლამენტთან). თუ ვინმემ რამე, გულით იშრომა და გააკეთა ოფიციოზიდან, ეს იყო კობა სუბელიანი, თავისი პატრიოტული შეხედულებებიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე.

დაანრჩენი და უფრო მეტიც, უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე, ეზოში დაკრძალონო. ძველი მერიის (ეხლა საკრებულოს) შენობაში თქვა პირადად, მეც იქ ვიყავი. კიდევ ბევრი რამეა, რასაც მერე ვიტყვი მაგ ისტორიაში. აღდგომის წინა პერიოდი იყო და გამახსენდა ეს ყველაფერი.”- წერს გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები