ზურაბ ქადაგიძე – მორიგი ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა ტვ „პირველმა“, პანიკის დათესვის მიზნით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მორიგი ასაფეთქებელი ნაღმი “აღმოაჩინეს ზღვაში”, მალევე დადგინდა, რომ ეს იყო ხის მორი

გუშინ მორიგი ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა ტვ პირველმა. ნახეს ზღვაში მოტივტივე რაღაც საგანი (მალევე დადგინდა, რომ ეს იყო ხის მორი ) და ისე, რომ არ დალოდებიან ოფიციალური უწყებების პასუხს, პანიკის დათესვის მიზნით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მორიგი ასაფეთქებელი ნაღმი “აღმოაჩინეს ზღვაში” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, არც ტვ პირველის “ნაღმად გაფორმებული” საგანი აღმოჩნდა სახიფათო და შსს-მაც ძალიან მყისიერად მოახდინა რეაგირება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უსამშობლო ხალხს ერთი მიზანი აქვთ, პანიკის დათესვა და ქვეყანაში მძიმე ფონის წარმოჩენა.

„გუშინ მორიგი ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა ტვ პირველმა. ამბავის მოგიყვებით მოკლედ – ნახეს ზღვაში მოტივტივე რაღაც საგანი (მალევე დადგინდა, რომ ეს იყო ხის მორი ) და ისე, რომ არ დალოდებიან ოფიციალური უწყებების პასუხს, პანიკის დათესვის მიზნით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მორიგი ასაფეთქებელი ნაღმი “აღმოაჩინეს ზღვაში”. მადლობა ღმერთს, რომ არც ტვ პირველის “ნაღმად გაფორმებული” საგანი აღმოჩნდა სახიფათო და შსს-მაც ძალიან მყისიერად მოახდინა რეაგირება და ინფორმაციაც გაავრცელა, მაგრამ ამ უსამშობლო ხალხს რა ეშველება, ერთი მიზანი რომ აქვთ ცხოვრებაში, პანიკის დათესვა და ქვეყანაში მძიმე ფონის წარმოჩენა? პასუხი მარტივია – არც არაფერი…“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის...

ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ...