ირაკლი კობახიძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი.

„შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი არის სამართლის დოქტორი. მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ, მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...