31 მარტი, ორშაბათი, 2025
31 მარტი, ორშაბათი, 2025

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბათიაშვილს: უმაღლესი მთავარსარდალი ძირითადად არ იყო კონტაქტზე სამხედრო პირებთან და გენერალურ შტაბთან – რატომ ჰქონდა სააკაშვილს ეს დამოკიდებულება ჯარის მიმართ?

„მართალია თქვენ 2003 -2012 წლებში თანამდებობები არ გქონდათ, მაგრამ მანამდე გქონდათ ისეთი თანამდებობები, როგორიცაა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და შემდგომში – თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეობა. შესაბამისად, გამოცდილებასთან ერთად ინფორმაციაც ბევრი გექნებოდათ, სახელმწიფოებრივი. ამიტომ არის, მათ შორის, კოდორის ხეობასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება და პოზიციები საინტერესო“, – ასე მიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას, გურამ მაჭარაშვილმა ირაკლი ბათიაშვილს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ყველა ის ინფორმაცია, რაც საგამოძიებო კომისიაზე ჟღერდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სტრასბურგის მიერ მიღებულ დასკვნასაც, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

„აქ სამხედრო ხელმძღვანელების მიერაც არაერთხელ დადასტურდა ის, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, ამავდროულად პოლიტიკოსი, პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო პირებთან, მათ შორის, გაერთიანებულ გენერალურ შტაბთანაც, ძირითადად არ იყო კონტაქტზე. არათუ არ ფიქსირდება სააკაშვილის ურთიერთობა სამხედრო ხელმძღვანელებთან, არამედ, ერთ-ერთმა სამხედრომ ქალბატონი თეას დაჟინებული კითხვების შემდეგ ძლივს აღიარა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, როცა რეალურად იყო უკვე სამხედრო მოქმედებები დაწყებული, უნდოდა [სააკაშვილთან] კონტაქტი, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. და მსგავსი მაგალითები არაერთხელ დაფიქსირდა. პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ოპერაციაში წინა ხაზზე შს სამინისტრო იყო. ჩემი კითხვა შემდეგშია – რატომ ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს ასეთი დამოკიდებულება ჯართან? ანუ, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს, შს სამინისტრო დასაყრდენად ჰყავდა? ამითაც ჩანს ის, რაც სტრასბურგის დასკვნაშიც წერია, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

აქვე, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ როცა თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა, სწორედ მაშინ გაუქმდა სამხედრო აკადემია და სამხედრო დაზღვევა, გაუშვეს 2000-ზე მეტი სამხედრო და ა.შ. “, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები