30 მარტი, კვირა, 2025
30 მარტი, კვირა, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს ისტორიაში აქციები ყოველთვის უკავშირდებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნას, ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ

„ორი პარალელური პროცესი მიდიოდა: ერთი, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო და მეორე – თუკი საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარს იტყოდა (და მათ ჰქონდათ ამის მოლოდინიც), მაშინ ალტერნატივად გათვალისწინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან შემოიყვანეს და ღიად განაცხადეს უკრაინიდანვე, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დაიწყებდა ომს, ამას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში აქციები ყოველთვის უკავშირდებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნას, ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ.

„იგივე, არ არის შემთხვევითი, რომ ბალტიისპირეთი ყველაზე მორჩილი აღმოჩნდა „დიფ სთეითის“ მიმართ, [რაც მათი მხრიდან გამოიხატა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებსა და ნაბიჯებში]. მათ კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის მხრიდან [საომარი] ტერიტორიების გაფართოების შემთხვევაში, ორი შესაძლო განვითარება იყო – ერთი საქართველო და მეორე – ბალტიისპირეთი. ბალტიისპირეთში კი კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს მათთვის მეხამრიდივით იქნებოდა – მძიმე როლს თავს დააღწევდნენ. სწორედ ამიტომ აქეზებდნენ თბილისის მთავარ მოედანზე მდგომი ბალტიისპირეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები აქციის მონაწილეებს.
სამწუხაროა ის, რომ ამ სატყუარას გარკვეული ნაწილი წამოეგო. ახალგაზრდების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რუსთაველზე ღირსებას იცავდა და სინამდვილეში კი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ტაშს უკრავდა მათ, ვინც ცეცხლის გაღვივებას ცდილობდა. მე რა აქციებიც მახსოვს საქართველოს ისტორიაში, ისინი ყოველთვის უკავშირდებოდნენ დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ. ამაში ხედავენ ქვეყნის პერსპექტივას. ჩვენ კი ვნახეთ ეს პერსპექტივა უკრაინაში თუ როგორ მძიმედ განვითარდა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები