აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებობდა ნორმატიული აქტი, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საომარ და საგანგებო სიტუაციებში მთავრობის წევრთა ფუნქციებს და მოქმედებებს, ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა არაკოორდინირებული მოქმედება,- განაცხადა პაატა დავითაიამ, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნული დადგენილებით კომისია უნდა შექმნილიყო ომამდე, რომელიც კონკრეტულად იმ საკითხებს დაარეგულირებდა, რომელიც დღევანდელი კომისიის სხდომაზე იყო დაყენებული, მათ შორის, მოწინააღმდეგის ცეცხლის პირდაპირი კორექტირების ე.წ „ნავოტკების“ მიცემას.
„პირდაპირ წერია კომისიის დასკვნაში. დადგენილება იყო, მაგრამ დადგენილებით უნდა შექმნილიყო კომისია ომამდე, რომელიც ამას დაარეგულირებდა კონკრეტულად იმ საკითხებს, რაც თქვენ წამოჭერით. კანონმდებელმა მაშინ განსაზღვრა ის, რომ მთავრობის დადგენილება მიიღო, ნორმატიული აქტის შესრულება ომამდე ვერ მოახდინა. ამას ჩვენ მივაკვლიეთ და ჩავთვალეთ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და ხარვეზები“, ჩავთვალეთ ხარვეზებში,“- განაცხადა პაატა დავითაიამ.~