26 მარტი, ოთხშაბათი, 2025
26 მარტი, ოთხშაბათი, 2025

პრეზიდენტი: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

„1917 წლის 25 მარტს, ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა — ეს გახლდათ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილები – როგორც საერო, ისე სასულიერო პირები იბრძოდნენ, რითაც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო – მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება 1990 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ძალისხმევითა და ავტორიტეტით მოხერხდა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას.

დღესაც, ეკლესია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია და სამშობლო!“, – წერს ყაველაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები