ლევან ნიკოლეიშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანს მხარს უჭერენ მისი თანამზრახველები – “ფორმულას” “ღირსეული” წარმომადგენელი თამუნა დემეტრაშვილი, ნაძარცვი ფულით გამილიონერებული კეზერაშვილისგან ხელფასს უპრობლემოდ იღებდა, ახლა კი დავით მათიკაშვილს აყენებს შეურაცხყოფას

“ჟურნალისტი” ნანუკა ჟორჟოლიანი, ძალიან უიმედოდ ცდილობს ქველმოქმედის მანტიის მორგებას, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ჟორჟოლიანს მხარს მისი თანამზრახველები უჭერენ, მათ შორისაა “ფორმულას” ჟურნალისტი თამუნა დემეტრაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს შეურაცხყოფას აყენებს.

“”ჟურნალისტი” ნანუკა ჟორჟოლიანი, ძალიან უიმედოდ ცდილობს ქველმოქმედის მანტიის მორგებას, ძალიან ჭუჭყიანი, მოკლე და პატარა აღმოჩნდა ეს მანტია, საიდანაც დაუფარავად გამოჩნდა რადიკალებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა აღჭურვილობა, „მშვიდობიან მომიტინგეების“ არეულობის დაფინანსება თუ შემდგომ
მათთვის ჯარიმების გადახდა.
ნანუკა ჟორჟოლიანს მხარს უჭერენ და თანადგომას უცხადებენ მისი მხარდამჭერები და თანამზრახველები. ტვ ფორმულას “ღირსეული” წარმომადგენელი თამუნა დემეტრაშვილი ევროპელი პენსიონერებისა და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით გამილიონერებული კეზერაშვილისგან ხელფასს უპრობლემოდ იღებდა. ახლა კი იწყევლება და დავით მათიკაშვილს აყენებს შეურაცხყოფას… ისე, ამ ქალბატონი ნანუკას უტიფრობას, მარტო დავით მათიკაშვილი კი არ ამტკიცებს, ამას ამტკიცებს პროკურატურა, ამას ამტკიცებს თავად მისი და მისი ფონდის საქმიანობა, ავადმყოფი ბავშვებითა და გამოგონილი ისტორიების მაგალითად მოყვანა კიდევ უფრო ნათელს ჰფენს მის მანიპულაციებს და ხრიკებს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...