„ნარკოტიკებთან დაკავშირებული დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიღება მერვე მოწვევისპარლამენტში დაიწყო და მახსოვს, რომ მაშინაც ამპროპაგანდის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გოგახაჩიძე და ზურა–გირჩი ჯაფარიძე. მაშინ ჯანდაცვისკომიტეტზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვალსაზრისით გამოტანილი იქნა კანონპროექტი, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგობის შედეგადპროექტი ვერ გავიდა. შემდეგ, მეცხრე მოწვევისპარლამენტში შემოტანილი იქნა ჩვენიწინააღმდეგობის შედეგად ნაწილობრივ შეცვლილიკანონპროექტი და ისევ პროპაგანდის ხარზე დაიწყომისი მხარდაჭერა (დღეს ეს კანონია მოქმედი)“, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკურიჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემგანაცხადა.
მისი თქმით, „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან.
„მინდა აღვნიშნო, რომ დეპუტატთა იმ ნაწილმა, რომელიც ძირითადად ექიმებს წარმოადგენდა, მათშორის მეც, გამოვხატეთ პრინციპულიწინააღმდეგობა და მივედით იქამდე, რომ კვორუმისარ შედგენის მიზნით არ დავესწარით კომიტეტისსხდომას. მინდა მეტი სიმართლის პრინციპითვისარგებლო, რომ მეტი იცოდეს საზოგადოებამ. მაშინ სამწუხაროდ კომიტეტის კვორუმი შეივსო„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით. ანუ„ქართული ოცნების“ წევრები იქ არ იყვნენ დაკვორუმი შედგა ოცნებისტი ლიბერალებით, რომელთა ნაწილი დღეს ოპოზიციაშია, ნაწილი კიაქტიურად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. კარგადმახსოვს, ნიკანორ მელია არ ესწრებოდა სხდომას დაკვორუმი რომან გოცირიძით შეავსეს. ჩატარდაკომიტეტის სხდომა. რა თქმა უნდა, მე რბილადვყვები, თორემ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან ბევრიდაძაბულობა იყო. ასევე მსურს ობიექტურობისთვისვთქვა, რომ მაშინ ბატონი მამუკა მდინარაძისმხრიდან პოზიტიური ჩართულობა იყო და მსურსამისთვის დღეს მას მადლობა გადავუხადო.
ახლა ვთქვათ ის, თუ რას ვეწინააღმდეგებოდი დარატომ ვყვები ახლა ამ ისტორიას. რომ არამაშინდელი წინააღმდეგობა, რომელიცარასაკმარისი აღმოჩნდა და მაინც დადგა მძიმეშედეგი, წარმოდგენილი კანონის ის ვარიანტი რომმიღებულიყო, შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ნარკოტიკულინივთიერებების გავრცელება – გასაღება იყოგამიჯნული ერთმანეთისგან და გავრცელებისშემთხვევაში შემოტანილი იყო სახდელი 300 ლარისოდენობით. ანუ ეს იყო ნარკომოვაჭრის სახდელი. ისგადაიხდიდა 300 ლარს და გავრცელებაში გზაჰქონდა ხსნილი. გავრცელება ფულადი ინტერესითიქნება, თუ მის გარეშე, საზოგადოების ზიანი მაინცთანაბარია.
ასევე ვეწინააღმდეგებოდით შემდეგი სახისჩანაწერს – ნარკოტიკული საშუალების, მისიანალოგის პრეკურსორის, ფსიქოტროპულინივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარებისმიზნით, მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შენახვა, გადაზიდვა, საქართველოში უკანონოშემოტანა ან გატანა, ტრანზიტით ან საერთაშორისოგადაზიდვით გამოიწვევდა დაჯარიმებას 100 ლარამდე ოდენობით – ანუ იხსნებოდანარკომოვაჭრეთა კარი საზღვარზე. ასევე იყონარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასაზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ანარასრულწლოვანის თანდასწრებით, რაცგამოიწვევდა დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ანუ ნარკომომხმარებელი არასრულწლოვანთანერთად შევიდოდა თრობაში, აჩვენებდაარასრულწლოვანს, რომლისთვისაც ძალიან დიდიშანსია, რომ საინტერესო, მისაბაძი ანწამახალისებელი გახდეს ეს ფაქტი და თუკი ამასჩაიდენდა ზრდასრული ადამიანი, მაშინ ის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდებოდა.
ასევე, მაღალი რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე დასაგანმანათლებლო დაწესებულებებშისამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისასნარკოტიკული თრობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წარმოიდგინეთ მფრინავი ზისსაჭესთან, ჰაერშია მგზავრებთან ერთად და არისნარკოტიკული თრობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში ის300 ლარით დაჯარიმდებოდა. არადა რამხელარისკია მგზავრებისთვის. ან მაგალითად ავიღოთქირურგი – გასკდა მუცლის ღრუ, ან აკეთებს თავისქალის ტრეპანაციას ნარკოტიკული თრობის ქვეშ დათუ მძიმე შედეგი დადგებოდა, ის 300 ლარითდაჯარიმდებოდა. ან ვთქვათ მასწავლებელი – არასრულწლოვანებთან მუშაობს, არ აქვსმნიშვნელობა რა საგანს ასწავლის, მათთან არისკონტაქტში პრაქტიკულად ყოველდღე და არისნარკოტიკული თრობის ქვეშ და ამას უყურებენმოსწავლეები, ანუ ის თაობა, რომლისფსიქოემოციური სტრუქტურა ბოლომდე არ არისჩამოყალიბებული და ასეთი საკითხები ზოგჯერმათთვის საინტერესოა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესს (რაცხდებოდა პარლამენტში), საკმაოდ დიდიმხარდაჭერა ჰქონდა გარედან აქციების სახით. ამაშიმონაწილეობდა არასამთავრობო სექტორის ისუდიდესი ნაწილი, რომელიც ბოლო პროცესებშიანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით გამოირჩევადა დღესაც ვუყურებთ მათ სახეებს. მინდა გითხრათ, რომ „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიცპრაქტიკულად ამ კანონპროექტის შემოქმედი იყო, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან და მას2018 წელს ღიად დავუსვით კითხვა (ესეცხელმისაწვდომია მედიასაშუალებებში), თუ საიდანფინანსდება ნარკოტიკების პროპაგანდა დალიბერალიზმის ის ხარისხი, რომელიცერთმნიშვნელოვნად ძალიან მძიმე შედეგსდააყენებდა და ეს შედეგი დღეს, სამწუხაროდ, დადგა. ასევე იყო ასეთი არასამთავრობოორგანიზაცია „თეთრი ხმაური“, რომელიც პირდაპირიყო მომართული იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნითნარკოპოლიტიკის განხილვის დროს, პროცესზეზეწოლა გარედან მოეხდინა. ეს არ იყოშემთხვევითი, ეს იყო ორკესტრირებული. ეს არისსწორედ იმის ნაწილი, რასაც ჩვენ სხვადასხვამიმართულებით ვუყურებთ – ფსევდოლიბერალურიდამოკიდებულებები და ზოგადად ლიბერალიზმი, უკიდეგანოდ დაუთვლელი და გაუთვლელი ზიანისმომტანია.
ასე რომ, მე რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს მხარსვუჭერ. გარკვეული შენიშვნები იქნება, მაგრამ ესარის ის ნაწილი, რაც განიხილება მეორე მოსმენისდროს და მაშინ მე ამ კითხვებს დავსვამ. ასევემექნება კოლეგიალური რჩევა – თქვენ ხედავთ, რომ„ხალხის ძალის“ პროგნოზები, მათი პოლიტიკურიხედვები, ქმედებები, სიმართლის ხარისხი, არისსასარგებლო მმართველი გუნდისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ესპრაქტიკამ უკვე დაადასტურა. ეს ასევე დასტურდებანარკოპოლიტიკის თვალსაზრისითაც, როცა „ხალხისძალაში“ მყოფი დეპუტატების (ერთ–ერთი მათ შორისმეც ვარ), მიერ 2017-2018 წლებში დანახული რისკებიდღეს გამართლდა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროგამართლებაა, მაგრამ, თურმე ესეც საყურადღებოადა ამიტომ, გთხოვთ მეტი ფასი დავადოთ „ხალხისძალის“ ხედვებს, პროგნოზებს, შემოთავაზებებს. ესწაგადგებათ თქვენ, წაადგება ქვეყანასაც დაწაადგება საზოგადოებასაც“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.