„ცალსახაა, რომ კრემლს, რომელიც კონფლიქტის მთავარი აქტორია არ აწყობს არცერთი ის პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც საუდის არაბეთში იქნა მიღწეული,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. ექსპერტის თქმითვე, კრემლი საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას ერთითვით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა სრული იგნორით უპასუხებს.
„უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ვერ მივაწვდი საზოგადოებას. ცალსახაა, რომ კრემლს, რომელიც კონფლიქტის მთავარი აქტორია არ აწყობს არცერთი ის პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც საუდის არაბეთში იქნა მიღწეული. ეს მისთვის სასაცილო და მიუღებელია.
კრემლი, რა თქმა უნდა, სრული იგნორით უპასუხებს. თავად ტრამპი უნდა ათვიცნობიერებდეს, რომ კრემლი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების ერთთვიან კონსერვაციას, რომლის პერიოდში გაგრძელდება უკრაინის შეიარაღებით და სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესი, მოხდება გადაჯგუფებები ფრონტის პერიმეტრებზე და მოემზადება ახალი შეტევებისთვის ან მოგერიებისთვის.
სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან ძალიან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც უკრაინაში ომის შეწყვეტა არ აწყობს. მათ სურთ ამ ომის უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელება,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.