12 მარტი, ოთხშაბათი, 2025
12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

ილონ მასკი სახელმწიფოს მიერ USAID-ის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას დიდ თაღლითობას და მასშტაბურ კორუფციას უწოდებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ USAID-ის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დიდი თაღლითობაა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით USAID-ს, რომელიც [პრეზიდენტის] აღმასრულებელ ბრძანებებს საგარეო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით არღვევდა. ჩვენ ამას საგარეო დახმარებას ვეძახით, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ეს მასშტაბური კორუფციაა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს, სხვათა შორის, თაღლითობის ერთ-ერთ უდიდეს წყაროდ ითვლება – სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. ეს გიგანტური ხვრელია: მთავრობა აძლევს ფულს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხოლო შემდეგ არავითარი კონტროლი არ ხდება“, – თქვა მასკმა.

როგორც მასკმა აღნიშნა, მისმა დეპარტამენტმა დათვალა და აღმოაჩინა, რომ მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ათეულობით მილიარდი მისცა.

„ეს თაღლითობაა, და ჩვენ გვსურს ამას ბოლო მოვუღოთ“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები